Aimee Mann Biography -- საქართველო

by Michael S. Kaplan, published on 2005/07/28 03:01 -04:00, original URI: http://blogs.msdn.com/b/michkap/archive/2005/07/28/aimemann-ka-ge.aspx


DODO BIRD

BIOGRAPHY

თავისი ახალი ალბომის ძირითად სიმღერაში Aimee Mann-ი სვამს შეკითხვას “რამდენად განსხვავებული ვარ”, რომელიც თავისი სირთულით არ ჩამოუვარდება იმ დროისათვის ერთ-ერთი პოპულარული თამაშის ვის უნდა $20 000-ის ურთულეს შეკითხვას, რომელზეც მის გულითად თაყვანისმცემლებს, აღფრთოვანებულ კრიტიკოსებს და მეგობარ მ��სიკოსებს შეეძლოთ ერთხმად ეპასუხათ: ნება მოგვეცით დავითვალოთ გზები

იგი ცნობილი გახდა, როდესაც ცდილობდა გავლენიანი ბოიფრენდის მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უხმო თოჯინების თეატრში ‘Til Tuesday-ს “Voices Carry”-ში, ამის შემდგომ მისი გემოვნება აღარ განვითარებულა, მანამდე სანამ არ გამოუშვა თავისი მესამე სოლო და პირველი დამოუკიდებელი ალბომი Bachelor No. 2. მენნმა არჩია გამოესყიდა თავისი ალბომი სტუდია Interscope Records-ისგან, რათა თავი დაეღწია ზეწოლას გამოეშვათ რადიომსმენელებისათვის მოსაწონი მუსიკა. მისი თაყვანისმცემლებისათვის არ იყო გასაკვირი მისი ახალი სიმღერების მქადაგებლური თემა, როდესაც საქმე ეხებოდა ასეთი სახის ბრძოლას. მისი პოპ მუსიკა არის ნაკლებად ემოციური და მაღალი მორალური საწყისების, რომელშიც ხშირია დაუნდობელი გულის გაცრუება ნაწილობრივ შემცირებული იდეალიზმი გაქარწყლებული მსუბუქი იუმორით და აღსავსე გალანტური მელოდიურობით. ადვილად მიხვდებით, რომ ეს არის არტისტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს იყოს განსხვავებული, როდესაც მოუსმენთ მის უკომპრომისო სიმღერებს, როგორიცაა “Nothing is Good Enough” და “Calling It Quits”.

მიუხედავათ იმისა, რომ იგი თავს წარმოაჩენდა “Fall of the World's Own Optimist”–ის მთავარ გმირად Mann–ი არასოდეს ყოფილა ცნობილი თავისი ოპტიმისტური დამოკიდებულებით სიყვარულისადმი, ცხოვრებისადმი ან პოპ მუსიკისადმი. მაგრამ ფიქრმა იმაზე, რომ გამოეშვა დისკი საკუთარი მუსიკის ტექსტით, ლიტერატურულად განუვითარებელ ბიზნესმენებთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ დაუბრუნა Mann-სოპტიმიზმი მუსიკისადმი.

“მე მომწონს იდეა ვიყო პროფესიონლური მუსიკოსი, მე მაქ საუშაო რომელშიც ვარ პროფესიონალი და ამასთან ეთიკური. ყოველივე ეს მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს”, ამბობს იგი. “ეს არის გართობა, რომელიც ხელობის როლს ასრულებს და ემოციონალური დასასრულისკენ მიდის”. მისთვის სიმღერების წერა არის “კროსვორდის ამოხსნა რომლის ბოლოში საიდუმლო შეტყობინებაა”.

როგორც ეს ძველმა სარეკლამო კომპანიამ განაცხადა – სიამაყე უკანა ფლანგზე. შესაძლოა დისკების ჩაწერისას გაღიზიანების მიზეზი ეს არის საქმის დაჭერა ისეთ ხალხთან, რომლებიც ცდილობენ გიბიძგონ ისეთი მიმართულებით, რომელიც შენთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, ისინი ცდილობენ გაგაკეთებინონ ისეთი რამეები, რისი კეთებაც არ გეხერხება. სურათებისათვის, ვიდეოკამერისთვის პოზირება და ჭორაობა ეს არის ის რაშიც მე ყველაზე ნაკლებად კომპეტენტური ვარ. მაგრამ სიმღერის ტექსტების წერა მათი აწყობა და ჩაწერა ეს არის ის ნაწილი რაც მე კარგად ვიცი.

გარკვეულ დისკების ჩამწერ კომპანიებთან წარსული უსიამოვნებებიდან გამომდინარე, მის ბალადებში შეიმჩნევა ორაზროვნება. მწერალმა Jonathan Van Meter-მა ჟურნალ New York Times-ის ერთ-ერთ ნომერში აღნიშნა – “Mann-ი ცნობილია თავისი გამჭრიახობით და გულგატეხილი სასიყვარულო მუსიკით, რომელიც შეიძლება აღვიქვათ, როგორც მუსიკალური მწარმოებლობის წყევლა”. Mann-ი გამოტყდა, რომ სიმღერას “Nothing is Good Enough”–ს საფუძვლად ედო საუბარი ერთ–ერთ კომპანიასთან რომელიც მისგან ჰიტების დაწერას მოითხოვდა, და ასევე საუბარი მის ერთ–ერთ მეგობართან, რომელმაც მიანიშნა, რომ მისმა საქციელმა ვერანაირად ვერ გაამართლა ბოიფრენდის მოლოდინი.

“ჩამწერ კომპანიაში სრული მოწყენილობა სუფევს, როდესაც სიმღერა ჩემზეა დაწერილი, მაგრამ მხოლოდ ესეც არ არის” აღნიშნავს იგი, “მე ვფიქრობ, რომ ხალხი ცდილობს შეეწინააღმდეგოს გარკვეულ მდგომარეობას, არის ის პირადული, მეგობრული თუ სამსახურეობრივი. სიტუაცია, რომელსაც მე ვეწინააღმდეგები არის ჩემთვის გამაღიზიანებელი და მტკივნეული. ამიტომ არის, რომ ჩემთვის უფრო ადვილია პარალელის გავლება ურთიერთობასა და მუსიკალურ ბიზნესში მომუშავე პერსონალს შორის, იმიტომ, რომ ესეც ურთიერთობაა. მე მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ელიან ჩემგან იმას რისი გაკეთებას მე არ შემიძლია. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ მდგომარეობაში ყოფილა იცის თუ რა მტკივნეულია ეს ყოველივე”.

ზემოთ მოყვანილი სიმღერებიდან ერთ-ერთში “Nothing is Good Enough”-ში არის სტრიქონი, რომელშიც Mann-ი აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები თავისი გაუნათლებლობით ვერასოდეს გააკრითიკებენ იმას, რასაც ადამიანი აკეთებს. კრიტიკოსების არენა ეს ალბათ ის ერთადერთი ადგილია სადაც Mann-ს თავისი წინააღმდეგობა და უკმაყოფილება არ გამოუხატავს. ზოგიერთმა ჟურნალისტმა ნაჩქარევად გამორიცხა ის აზრი, რომ ‘Til Tuesdays იყო MTV-ს აღრზდილი ფენომენი, მას შემდეგ რაც ჯგუფს ჰქონდა ჩავარდნა მუსიკალურ კარიერაში. ჯგუფზე საუბრისას მუსიკათმცოდნეთა უდიდესი ნაწილი ჩერდება მათი შემოქმედების იმ მომენტზე, როდესაც მათ 1989 წელს ჩაწერეს თავისი მესამე და უკანასკნელი ალბომი Everything’s Different Now.

Mann-ის 1993 წელს Imago-ზე შესრულებულმა სოლო დებიუტმა Whatever დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება, მიუხედავად ამისა გულითადი თაყვანისმცემლების უსაყვარლესი ალბომი არის 1996 წელს Geffen-ზე გამოშვებული I’m With Stupid. David Thigpen-ი ჟურნალ Time-იდან ამბობს, რომ Stupid-ი იყო წლის ყველაზე პოპულარული ალბომი, რომელიც სავსე იყო სამ წუთიანი გაწონასწორებული სიმღერებით, იგი ასევე ამატებს: “Mann-ს ისეთივე დონის მუსიკა აქვს, როგორც უდიდეს მუსიკოსებს McCartney-ს და Neil Young-ს: სიმღერის წერის უბრალო სტილი, ლამაზი და იმავდროულად კარგად შეწყობილი მუსიკა”. Chris Willman-ი ჟურნალ Entertainment Weekly's-იდან Stupid-ს თვლის 90 წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დისკად, მან Mann-ი შემდეგნაირად დაახასიათა: “იგი არის როკის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანთურობით დაჯილდოვებული მწერალი, ხოლო მისი ფსიქოლოგიური დახვეწილობის შეიძლება შეურდეს ნებისმიერ გაბრაზებულ ახალგაზრდა ქალს. წუხილი, სინანული და დადანაშაულება არასოდეს აჟღერებულა უფრო ტკბილად და ჭკვიანურად ვიდრე მის მუსიკაში.”

99 წლის ზაფხულში, იმ დროს როდესაც Mann-ი ელოდებოდა გამოესყიდა Interscope-სგან Bachelor No. 2-ი, მას შემდეგ რაც ეს კომპანია შეერწყა Universal-ს და დაკარგა ინტერესი თავის მუსიკოსებში - Mann-მა მოაწყო ტურნე დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე.ტურის განმავლობაში იგი თამაშობდა Lilith Fair-ის ზოგიერთ ძირითად წარმოდგენაში და აგროვებდა ახალ მასალას თავისი მომავალი დისკებისთვის.მას შემდეგ რაც Mann-მა გაიმეორა ეს ტური Tramps-ში Ben Rattliff-მა New York Times'-იდან აქო მისი “სახალხო და მელოდიური პოპ სიმღერები, სავსე ლამაზი გამოთქმებით ”. Stephanie Zacharek -მა თავის ვებ საითში Salon ამავე ტურნეზე აღნიშნა, რომ Mann-ის “ხმა არასდროს აჟღერებულა ამაზე უკეთესად, იგი ხავერდოვანი და ზარივით წკრიალა იყო. ახალი მასალა კი შესანიშნავად ეწყობოდა მის ძველ ჩანაწერებს.”

როგორ მოვედით აქამდე?

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც Mann-იმ ჩამოაყალიბა ჯგუფი Young Snakes, მას შემდეგ რაც დატოვა Berklee-ს მუსიკალური სკოლა 80-იანი წლების დასაწყისში.ჯგუფის დაშლის შემდეგ Berklee-ს სკოლიდან გამოგდებული Michael Hausman-ი და Mann-ი შეუერთდნენ Joey Pesce-ს და Robert Holmes-ს რათა 1982 წელს ჩამოეყალიბებინათ ჯგუფი 'Til Tuesday და მიჰყოლოდნენ პოპ მიმართულებ���ს. მას შემდეგ რაც კვარტეტმა მოიგო ბოსტონის მუსიკალური ჯგუფების შეჯიბრება კომპანია Epic-მა დადო მათთან ხელშეკრულება და გამოვიდა სადებიუტო ალბომი -Voices Carry. ეს ალბომი საუკეთესოთა შორის იყო შვიდი თვის განმავლობაში.

მიუხედავათ იმისა, რომ პირველი ალბომის ჩაწერისას ჯგუფს მოუწია იმ ქალთან მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ თავის ხმას ეძებდა, მეორე ალბომის Welcome Home გამოსვლის პერიოდისთვის იგი უკვე მარტო წერდა სიმღერების უმეტეს ნაწილს. Everything's Different Now-ს გამოსვლის შემდეგ ჯგუფი ორმა წევრმა დატოვა და დარჩა მხოლოდ მესაყვირე Michael Hausman-ი, რომელმაც შემდგომ თავის მუსიკალურ კარიერას თავი გაანება და Mann-ის მენეჯერი გახდა. Epic-თან მუშაობის დასასრულის დასაწყისი გახდა შემთხვევა, როდესაც კომპანიამ სთხოვა Mann-ს Diane Warren-თან ერთად ემუშავა; ამის მაგივრად მან გადაწყვიტა ემუშავა გაცილებით ნაკლებ პოპულარულ Jules Shear და Elvis Costello-სთან ერთად.

Mann-მა თავისი სოლო კარიერა განაგრძო Imago Records-სთან ერთად, რომელიც ალბომი Whatever-ის ჩაწერის შემდეგ დაიშალა. ამ კომპანიასთან წლების მანძილზე ჯოჯოხეთური მუშაობის შემდეგ მან შესძლო გათავისუფლებულიყო კონტრაქტისაგან და ხელი მოეწერა კონტრაქთზე კომპანია Geffen-თან რათა გამოეშვა თავისი შემდეგი ალბომი I'm With Stupid, რომლის პროდიუსერიც იყო Jon Brion-ი. სწორედ Giant Records-ი იყო ის კომპანია, რომელმაც შესთავაზა Mann-ს საკმაოდ დიდი გარიგება ამ ალბომის ყველაზე პოპულარულ სიმღერებზე. “That's Just What You Are” იყო ის სიმღერა რომელიც პირველად გამოჩნდა, როგორც Melrose Place-ის საუნდთრექი.Mann-ის სიმღერები გვხვდება ისეთ თანამედროვე ფილმებში, როგორიცაა Jerry Maguire (რეჟისორი Cameron Crowe მისი ერთ-ერთი გულითადი თაყვანისმცემელია), Cruel Intentions და Sliding Doors.

Mann-ი გამოჩნდა ახალ ფილმში Magnolia, რომელიც იყო Paul Thomas Anderson-ის ფილმ Boogie Nights-ის გამოძახილი, ამ ფილმის ეკრანებზე გამოშვება დაგეგმილი იყო 99 წლის შობა დღისთვის. Anderson-მა შეადარა მისი სიმღერა ამ ფილმში და Simon & Garfunkel-ის The Graduate-ში. Magnolia-ში არის Mann-ის რვა სიმღერა - საწყისი სიმღერა, ორიგინალური დახურვა და შუალედური მუსიკა. Mann-ის მუსიკით დაინტერესდა ამ ფილში მონაწილე ყველა მსახიობი დაწყებული Tom Cruise-დან Jason Robards-მდე. დეკემბერში კომპანია Warner Bros. Records-ი გამოუშვებს საუნდთრექების ალბომს, რომელშიც შედის სიმღერები Bachelor-იდან და Mann-ის ახალი ჰიმნები, რომლებიც სხვაგან არსად მოიპოვება.

მისი ახალი ალბომის მფლობელი Geffen-ის ნაცვლად გახდა Interscope-ი, რომელმაც Mann-ის შერჩეული სიმღერების გამოშვება დაიწყო, ეს იყო გარკვეული deja vu. ამის შემდეგ Elvis Costello მორიგჯერ არ იქნა მიჩნეული, როგორც კარგი მწერალი პარტნიორი (ახალი “Fall of the World's Own Optimist” არის მათი პირველი საერთო ნამუშევარი “The Other End of the Telescope”-ის შემდეგ, რომელიც Costello-მაც ჩაწერა მას მერე რაც ეს სიმღერა გამოვიდა 'Til Tuesday-ს ალბომში.) და Mann-ს კიდევ ერთხელ სთხოვეს დაეწერა მუსიკა, რომელსაც უფრო მეტი გასავალი ექნებოდა რადიოში. Mann-მა მოითხოვა თავისი ალბომის გამოშვება, მას ეს შეუსრულეს, მაგრამ მისი ალბომის გამოსყიდვას საკმაოდ დიდი თანხა და შედარებით მეტი დრო დასჭირდა, მიუხედავათ ამისა საბოლოოდ მაინც გამოვიდა Bachelor No. 2 ისეთი ფორმით, როგორც ეს Mann-ს და ღმერთს სურდათ.

“ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ალბომი და მე დარწმუნებული ვარ Interscope-ს შეეძლო უფრო მეტი პრობლემა შეექმნა ჩვნთვის, დალოცოს ისინი ღმერთმა”, “ეს კომპანია არის იმ ხალხის ადგილი რომელთაც უნდათ ჰქონდეთ ბევრი ჰიტები და ამისათვის მზათ არიან ნებისმიერი ფასი გაიღონ. ეს არის შესანიშნავი ადგილი ისეთი ადამიანებისთვის ვისაც სურს ჰყქონდეს ზღაპრული კლიპები, უდიდესი ჰიტები და პოპულარობა. ეს არის ის სისტემა, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. ეს არ არის სისტემა ჩემნაირი ადამიანებისათვის, მე გიჟი ვიყავი, როდესაც ვთვლიდი, რომ ასეთ ცხოვრებას შევეწყობოდი. ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ვარ უსაზღვროდ ბედნიერი, მე ვაწყობ ტურნეს, ვუკრავ და არავინ აკრითიკებს არც ჩემ საქციელს და არც ჩემს მიცემულ ინტერვიუს. ესეთი ცხოვრება ფანტასტიკურია, მე საოცრად თავისუფალი ვარ ” იძახის Mann-ი.

ახლა Mann-ი თვითონ უშვებს თავისი ჩანაწერების უდიდეს ნაწილს Brendan O'Brien-ისა და Buddy Judge-ის დახმარებით.მიუხედავათ იმისა, რომ ეს არ არის რადიკალური სტლისტიკური გადახვევა თაყვანისმცემლები მაინც შეამჩნევენ სხვადასხვა სტილის მუსიკას Mann-ის შემოქმედებაში. “მე მინდოდა შემექმნა ერთი ორი სიმღერა, რომლებიც ისე გაიჟღერებდა, როგორც Dionne Warwick-ის ჩანაწერები” აღნიშნავს იგი და თან ამატებს, რომ შესაძლოა მის მორიგ ალბომში იყოს უფრო მეტი ბალადები ვიდრე წინა ალბომებში.

გახდა თუ არა მისი ახალი ალბომი უფრო ნათელი და მხიარული მას შემდეგ რაც ცოლად გაჰყვა მომღერალ და კომპოზიტორ Michael Penn-ს? “არამც და არამც” იცინის იგი. “მე ვფიქრობ, რომ ბედნიერი ქორწინება საშუალებას გაძლევს გააკეთო შენი საქმე და არ იჯდე სახლში გულგაცრუებული მთელი დღეების განმავლობაში. კარგია სახლში მეორე პროფესიონალი მუსიკოსის ყოლა, რადგან იგი მე ყოველთვის მეხმარება თავისი განსხვავებული აზრით.”

Mann-ი თვლის, რომ Bachelor-ში შესული სიმღერები “სიმარტოვეზეა, იმისდამიუხედავად დაქორწინებული ხარ თუ არა. ზოგიერთ მათგანზე მუშაობა დაწყებული ჩემს ქორწილამდე მქონდა” იძახის იგი. “ჩემი ურთიერთობა Michael-თან ისეთი უნიკალურია, რომ გარკვეული თვალსაზრისით მე ამას ურთიერთობას ვერ დავარქმევ, რადგანაც მე ცნება ‘ურთიერთობა’ ისე მაქვს განსაზღვრებული, როგორც თავდაუღწევი და კოშმარული.”

ცუდი სიზმრები - ბრძოლა სიყვარულისა და პატივისცემისათვის, Mann-ის თავისუფალი სიმღერების მუდმივი თემაა. თაყვანისმცემლების ლოდინს, რომლებიც დიდი ხანია ელიან ამ ალბომს ბოლო მოეღო. გთხოვთ მიეგებოთ Bachelor No. 2-ს.


no comments

Please consider a donation to keep this archive running, maintained and free of advertising.
Donate €20 or more to receive an offline copy of the whole archive including all images.

go to newer or older post, or back to index or month or day